თურქეთში, ზედიზედ მეორე დღეა, მიწისძვრა ფიქსირდება

თურქეთის აღმოსავლეთით, დღეს, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები არგუვანის რაიონში, მალატიის პროვინციაში დაფიქსირდა.
“არგუვანი, მალატია – დაფიქსირდა 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. მიწისძვრის შემდეგ, ინფორმაცია ნეგატიური შედეგების შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება”, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თურქეთში, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ აჯიპაიამში დაფიქსირდა. მიუხედავად ბიძგების სიძლიერისა, აღნიშნულ მოვლენას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები