ყაზახეთში, ასტანასთვის სახელის შეცვლას საპროტესტო აქციები და დაკავებები მოჰყვა
გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი ოფიციალურად შეეცვალა – მას “ნურსულთანი” დაერქვა. აღნიშნულს ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სამართალდამცავებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.
სააგენტო “Reuters”-ის ცნობით, უკვე “ნურსულთანის” მერიასთან, დღეს ათობით ადამიანი შეიკრიბა, რომელიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების გადაწყვეტილებას. აქციის ერთ-ერთი მონაწილის დავამ, მიტინგის დროს, არეულობა გამოიწვია, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის თითქმის ყველა მონაწილე დააკავა.
აღსანიშნია, რომ ონლაინპეტიციამ, რომელიც ასტანისთვის სახელის შეცვლას ეწინააღმდეგება, 30 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.