აფრიკაში, ციკლონ “იდაის” 300 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკის სამ ქვეყანაში – ზიმბაბვეში, მოზამბიკსა და მალავიში – ციკლონ “იდაის” უკვე 300 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლის რაოდენობის გაზრდის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Associated Press”-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა – 200 ადამიანი – მოზამბიკში დაფიქსირდა; კიდევ 400 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
ადგილობრივი ხელისუფლების პროგნოზით, მსხვერპლთა რაოდენობამ, შესაძლოა, 1000 ადამიანს გადააჭარბოს.