მადურო ტრამპს მედიკამენტებისთვის განკუთვნილი თანხის მოპარვაში ადანაშაულებს
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ქვეყანას 5 მილიარდი დოლარის “მოპარვაში” ადანაშაულებს, რაც ვენესუელის ხელისუფლებას მედიკამენტების შეძენისთვის უნდა დაეხარჯათ. ამის შესახებ ნიკოლას მადუროს ოფიციალური “Twitter”-ის გვერდზე წერია. “ძალიან დიდი ძალისხმევა იხარჯება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თავისუფალი წვდომა ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე ვენესუელის მოსახლეობისთვის, რათა ისინი გაუმკლავდნენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის აგრესიას. ამერიკის მთავრობამ 5 მილიარდი დოლარი მოგვპარა, რითაც ჩვენ მედიკამენტები უნდა შეგვესყიდა უცხოეთიდან”, – წერს ნიკოლას მადურო.
ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, არც ჰუმანიტარული და არც სხვა დახმარება ქვეყნის მოსახლეობას არ სჭირდება.