ლოს ანჟელესში, საცხოვრებელ სახლში, აფეთქება მოხდა
ლოს ანჟელესში, საცხოვრებელ სახლში, აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძრო სამსახური “Twitter”-ის საშუალებით ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქებამ ერთსართულიან შენობაში სამი კომერციული ფართი დააზიანა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
აფეთქების შედეგად, ასევე, შენობის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.