კიმ ჩენ ინი, ტრამპთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ვიზიტს რუსეთში გეგმავს
ჩრდილო კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, ამერიკის პრეზიდენტთან – დონალდ ტრამპთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, გეგმავს, რომ რუსეთს ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ცენტრალური დაზვერვის ყოფილ აგენტზე, ენდრიუ კიმზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, კიმ ჩენ ინს რუსეთში წასვლა სურს. ბოლო დროს, პხენიანმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. გარდა ამისა, ჩრდილო კორეის ლიდერს, ასევე, სურს, ეწვიოს ჩინეთს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, ვიეტნამის დედაქალაქში, 27-28 თებერვალს შედგა. მოლაპარაკებები ვადამდე ადრე დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.