თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს: მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად და არაფრის მაქნისი მგონიხართ

0

მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორადანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს და არაფრის მაქნისი მგონიხართ, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს ოთარ კახიძეს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ოთარ კახიძის კითხვა, რომ იუსტიციის მინისტრი უწყებათაშორის საბჭოს ჩამოაშორეს.

„ბატონო ოთარ, რა ვქნა, მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორადანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს.  ერთი ადეიშვილის ერთი მოადგილე იყავით და არაფრის მაქნისი მგონიხარ. თქვენ მიგაჩნიათ პირიქით და რა ვქნათ, ვუმტკიცოთ ერთმანეთს სიტყვებით? საქმე გამოაჩენს, ვინ რისი მაქნისია. ერთი რეფორმა ვერ დამამახსოვრეთ, რა გააკეთეთ ადეიშვილის მოადგილე რომ იყავით. უწყებათაშორის საბჭოს ჩამომაშორეს რას ნიშნავს, არ ვიცი, რადგან უწყებათაშორისი საბჭო აღარ არსებობს. კანონს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ის იქმნება ყოველი არჩევნების წინ. მომავალ წელს რომ შეიქმნება არჩევნების წინ, თუკი კანონში არ შევიტანთ ცვლილებას, თავმჯდომარე თქვენდა სამწუხაროდ ისე იუსტიციის მინისტრი იქნება. არ ვიცი, რა პასუხი უნდა გაგცეთ ისეთი, რომელიც თქვენ დაგაკმაყოფილებთ“, – მიმართა თეა წულუკიანმა კახიძეს.

კომენტარები

კომენტარი