შალვა შავგულიძე არჩევნებში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობლივი კანდიდატი იქნება

0

შალვა შავგულიძე არჩევნებში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობლივი კანდიდატი იქნება – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურში ნაწილობრივ დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, შალვა შავგულიძე ნამდვილად არის „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, დამატებითი დეტალები საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი. ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად კონსულტაციები იმართება და საზოგადოებისთვის ხვალ, 21 მარტს, პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, ,,ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ. როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარული არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი