ზაალ ანჯაფარიძე: თითქოს, საბჭოურ-კომუნისტური წარსული გვიბრუნდება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „პირველი არხის“ გადაცემა „კვირის ხედვაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
„ძალიან ტრაგიკომიკურ ვითარებაში ვართ. თითქოს, გვიბრუნდება საბჭოურ-კომუნისტური წარსული. როგორც კომუნისტურ ეპოქაში იყო განმგმირავი შეფასებები: „იმპერიალისტების აგენტი“, „ანტისაბჭოთა ელემენტი“, „კლასობრივ-იდეოლოგიური მტერი“, დაახლოებით, იგივე სულისკვეთება ჩანს MDF-ის კვლევაში, რასაც გადაცემა იხილავს: მაგ, „ქართველი კრემლისტური პარტია“, „ანტიდასავლური ძალა“ და ა.შ. როგორც იმ დროს იყო სამარცხვინო ბოძზე იმათი გაკვრა, ვისი აზრებიც საბჭოურ მეინსტრიმში არ ჯდებოდა“, –  წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, გადაცემაში საუბარი იყო კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“.
აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით, დისკუსია საქართველოს პირველი არხის გადაცემაში – „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ხუციშვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები