დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს “ბრექსითის” გადავადება სთხოვა
ბრიტანულმა მთავრობამ ევროკავშირს ქვეყნის კავშირიდან გამოსვლის ვადების 30 ივნისამდე გადაწევაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა. “დღეს, მე ევროკავშირის თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს მივწერე. ვაცნობე იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი “ბრექსითის” გადადებას 30 ივნისამდე ითხოვს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟან-კლოდ იუნკერის ცნობით, ევროკავშირმა მიიღო დიდი ბრიტანეთის თხოვნა “ბრექსითის” გადადების შესახებ, რაც, თავდაპირველად, 29 მარტამდე იყო დაგეგმილი.