გიორგი ფოფხაძე: ​სარკოზიდან მოყოლებული დღემდე, როდესაც პრეზიდენტთან არის ინტერვიუ, ჟურნალისტები თავად მიდიან

ელისეს სასახლეში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ პრეზიდენტი სტუდიაში არ უნდა წავიდეს, ასევე – შემდეგ საკითხზე გამართულ დისკუსიას, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ცალ-ცალკე რომ არ მწეროთ “მესენჯერში”, აქვე გიპასუხებთ ყველას: 1. სალომესთან ინტერვიუ არ მინახავს; 2. ჟაკ შირაკი თავად დადიოდა ყველა სატელევიზიო ეთერში; თუმცა, სარკოზიდან მოყოლებული დღემდე, როდესაც პრეზიდენტთან არის ინტერვიუ, ჟურნალისტები თავად მიდიან ელისეს სასახლეში და მის კაბინეტში იწერება ეს ინტერვიუ”, – წერს გიორგი ფოფხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები