„ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკმა დაიწიოს, თუნდაც, 13 ან 12 წლამდე – ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა”

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეფერირების მექანიზმის შექმნის შესახებ ისაუბრა.
„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემის გამოწვევის საპასუხო რეფორმა, რომელიც ეხება 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მიერ ჩადენილ დანაშაულს.  მაგრამ არის კატეგორია ბავშვებისა, რომლებიც არიან 14 წლამდე ასაკის. რა თქმა უნდა, მათ შორის და მათ მიერ ხდება დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხდება და ვერ ხდება იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი.
ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ 14 წელი დაიწიოს თუნდაც 13 ან 12 წლამდე. ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა ბავშვთა უფლებების სახელითა და გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტების დამკვიდრების მიზნიდან გამომდინარე. მაგრამ ის, რომ ამ ასაკის ბავშვები დანაშაულს სჩადიან, ეს დაუსჯელი, ანუ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამიტომაც, ჩვენ მზად გვაქვს და შემოგთავაზებთ რეფორმას, რომელსაც შედეგად მოჰყვება საქართველოში რეფერირების მექანიზმის შექმნა და პოლიციას, იუსტიციის სისტემას (მათ შორის მედიაციისა და რეაბილიტაციის პროგრამებს), განათლების სისტემას, ახალგაზრდული და ჯანდაცვით პროგრამებს ექნებათ საკადრისი, ადეკვატური და ბავშვზე მორგებული პასუხი იმისათვის, რომ დანაშაული ამ სეგმენტში შემცირდეს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები