სააპელაციო სასამართლო 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის საჩივრის განხილვას განაახლებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის საჩივრის განხილვას განაახლებს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მერაბიშვილი სააპელაციო სასამართლოს წინა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სთხოვს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.
შეგახსებენთ, რომ საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა ექსმინისტრი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფის ნაწილში უდანაშაულოდ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები