თეა წულუკიანი: ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით მებრძოლ ქვეყანათა შორისაა

„ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით მებრძოლ ქვეყანათა შორისაა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა. იუსტიციის მინისტრს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში უსმენენ. „იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ ცვლილებების დამსახურებაა, რომ, აშშ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ კალათაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები