გადაწყვეტილება მიღებულია – ყაზახეთის დედაქალაქს “ნურსულთანი” დაერქვა

დღეს, ყაზახეთის პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალოს და დაერქვას “ნურსულთანი” – პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად.
აღნიშნული შეთავაზება ქასიმ-ჟომატ ტოკაევს ეკუთვნის, რომელიც დღეს ოფიციალურად გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 მარტს, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, თანამდებობის დატოვების შესახებ ტელევიზიების პირდაპირი ეთერების საშუალებით განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები