ტოკაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა
ყაზახეთში, პრეზიდენტობის უფლება-მოვალეობების დროებითმა შემსრულებელმა, ქასიმ-ჟომარტ ტოკევმა, ფიცი დადო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ცერემონია ყაზახეთის პარლამენტის სხდომაზე მაჟილისას შენობაში ჩატარდა.
ტოკაევი პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლამდე დაიკავებს. “საზეიმოდ ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო ყაზახეთის ხალხს, მკაცრად დავიცვა კონსტიტუცია და ყაზახეთის რესპუბლიკის კანონები, დავიცვა მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული პრეზიდენტის მოვალეობები”, – განაცხადა ტოკაევმა.