რატომ არ შეეხოთ სასწავლო პროცესის შეწყვეტა მაღალი კლასის მოსწავლეებს?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ქავთარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რატომ არ შეეხოთ სასწავლო პროცესის შეწყვეტა მაღალი კლასის მოსწავლეებს. როგორც ეკატერინე ქავთარაძემ აღნიშნა, მაღალ კლასებში ვირუსული მენინგიტის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.
“დაფიქსირებულია ერთეული შემთხვევები. პირადი ჰიგიენის უნარჩვევებსაც მეტად ფლობენ. ერთეული შემთხვევების ეპიდემოლოგიური ანალიზი არ გვაძლევს ასეთ ფონზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. არანაირი საფუძველი იმისა, რომ 12 კლასის ჩათვლით შეწყვეტილიყო სწავლა, არ არსებობს”, – განაცხადა ქავთარაძემ.
ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის ჩათვლით კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები