სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა
ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არის.
“სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ყველა სკოლამ დაამუშავა, როგორც იყო რეკომენდებული, საოჯახო ფხვნილებით და სადეზინფექციო საშუალებებით მერხები, ფანჯრის რაფები, კედლები, მთლიანად სკოლის შენობა. განსაკუთრებულად დამუშავდა სველი წერტილები. სკოლები მზად არის მოსწავლეების მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვებს არ აქვთ უნარ-ჩვევები, დაიცვან პირადი ჰიგიენა, რომ არ მოხდეს დაავადების ურთიერთგადადება და გავრცელება, უმჯობესია იყვნენ ოჯახის პირობებში და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კვლავ შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სწორედ ესაა“, – განაცხადა ლია გიგაურმა.