სროლა ეთიოპიაში – დაღუპულია ხუთი ადამიანი
ცენტრალურ ეთიოპიაში, შტატ ორომიაში, უცნობმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ორი უცხოელი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Anadolu” ავრცელებს.
დანაშაულის ადგილზე მობილიზებულები არიან ძალოვანი სტრუქტურები. მსროლელები, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არიან. შესაბამისად, თავდასხმის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.