ინტერპოლის ექსხელმძღვანელის მეუღლემ პოლიციას გატაცების მცდელობის შესახებ აუწყა

ინტერპოლის ყოფილი ხელმძღვანელის, მენ ჰუნვეის მეუღლემ, გრეის მენმა, პოლიციაში საჩივარი გატაცების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Lyon Mag”-ი ლიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქმე გარკვეული ჯგუფის მიერ გრეის მენის გატაცების მცდელობას ეხება. საგამოძიებო ქმედებები საქმესთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. როგორც ცნობილია, მენმა, ამა წლის იანვარში, საფრანგეთის მთავრობას თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ თხოვნით მიმართა.
მისი განცხადებით პოლიციამ, 2018 წლის ოქტომბერში, მის 7 წლის ორ შვილს დაცვით უზრუნველყოფა დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ, გასული წლის ოქტომბერს, ცნობილი გახდა ინტერპოლის გაუჩინარების შესახებ. მისმა მეუღლემ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, პოლიციას აცნობა, რომ სექტემბრის ბოლოს ჰუნვეი ჩინეთში წავიდა და, მას შემდეგ, კავშირზე არ გამოსულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინტერპოლის მეთაური ჩინეთში დააკავეს და ის გამოძიების ქვეშ იმყოფება. ამის შემდეგ, ინტერპოლის ვებგვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ ჰუნვეი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ ის დღემდე არავის უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები