ნაზარბაევი პრეზიდენტობიდან გადადგა და სახელმწიფოს სამუდამო მეთაური გახდა

ნურსულთან ნაზარბაევი პოლიტიკიდან არ წასულა და კიდევ უფრო გაიზარდა მისი უფლებამოსილება. ის არის სახელმწიფოს სამუდამო მეთაური და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი. ამას ითვალისწინებს კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ.

სწორედ ამ კანონში წერია, რომ ნაზარბაევის ისტორიული მისიიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება, სამუდამოდ გაუძღვეს უშიშროების საბჭოს. ყაზახეთი არის ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ერთი ადამიანის სამუდამო ძალაუფლების მოდელი არსებობს და რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი ქვეყანაში.

ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები