ირანის აეროპორტში თვითმფრინავს დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

ირანის დედაქალაქში, მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თეირანის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 50 მგზავრის ევაკუაცია უკვე განახორციელეს. ამ დრომდე ბორტზე 50 მგზავრი იმყოფება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი დაშვების დროს გაუჩნდა.

დაშავებულების შესახებ ცნობა ჯერ არ ვრცელდება.

პარალელურად მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები