აშშ-მა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტი იუწყება. ვაშინგტონის ახალ შავ სიაში ლათინური ამერიკის ქვეყნის ოქროს მომპოვებელი და მწარმოებელი კომპანიები მოხვდნენ.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გენერალ დე მინერიადე ვენესუელას“ აქტივები გაიყინება. შავ სიაში შევიდა ამავე კომპანიის პრეზიდენტი და ნიკოლას მადუროს ერთ-ერთი მოკავშირე ადრიანა ანტონიო პერდომო მატა. ბიზნესმენის აქტივების გაყინვასთან ერთად, მასთან საქმის წარმოება სხვა უცხოურ კომპანიებსაც აეკრძალათ.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ნიკოლას მადურო ქვეყანაში არსებულ კომპანიებს და ბუნებრივ წიაღისეულს საკუთარი მიზნების მისაღწევად არალეგალურად იყენებს. ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ვენესუელის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელ რამდენიმე კომპანიას დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები