ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობას ტოვებს
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, დღეს, თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ავრცელებს. პრეზიდენტმა ხალხს სიტყვით რესპუბლიკური ტელევიზიების პირდაპირი ეთერის მეშვეობით მიმართა. “მე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრეზიდენტის თანამდებობა”, – განაცხადა ნაზარბაევმა.
არჩევნებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი სენატის სპიკერი, კისიმ-ჟომარტ ტოკაევი იქნება.