მოსკოვში რეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა
ჯანმრთელობის გაუარესების გამო (შინაგანი სისხლდენით), მოსკოვში, რეჟისორი მარლენ ხუციევი (ხუციშვილი) გარდაიცვალა.
მარლენ ხუციევი 1925 წელს, თბილისში დაიბადა.
კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის ვგიკ-ის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ოდესის კინოსტუდიასა და „მოსფილმში“ .
მარლენ ხუციევმა გადაიღო ფილმები: „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, „ორი თედორე“ , „მე ოცი წლისა ვარ“ , „ივლისის წვიმა“ „ბოლოსიტყვაობა“ .
1970 წელს გადაღებულ მხატვრულ ტელეფილმს „მაისის თვე იყო“ პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მიენიჭა. მისმა ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ 1965 წელს ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები მიიღო.