ნორვეგიის სკოლაში, უცნობი პირი დანით შეიჭრა – არიან დაშავებულები

ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოს ერთ-ერთ სკოლაში, უცნობი პირი სკოლაში დანით შეიარაღებული შეიჭრა. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დანით შეიარაღებული პირი პოლიციამ ადგილზე დააკავა, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. საქმე ერთ მასწავლებელსა და სამ სხვა თანამშრომელს ეხება. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები