უტრეხტში მომხდარი სროლის ფაქტზე კიდევ ორი პირი დააკავეს

პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში მომხდარ სროლის საქმესთან დაკავშირებით, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press”-ი ავრცელებს.
დაკავების დეტალები, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ, გუშინ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი იქნა დაკავებულია -37 წლის ჰოლანდიელი, რომელიც წარმოშობით თურქეთიდან არის. როგორც ირკვევა, ის აქამდეც ყოფილა ნასამართლევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები