ნიუ იორკში, მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა

ნიუ იორკში, უცნობმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ტელეარხი “NBC ” იუწყება. ტელეარხის ცნობით, შემთხვევა მანჰეტენის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა – ერთ-ერთი 18 წლის, ხოლო დანარჩენი – 23. ახალგაზრდები ფეხებსა და ზურგის არეში არიან დაჭრილები. ამავდროულად, სხვა ადგილობრივი მედია ერთი პირის დაღუპვის შესახებ იუწყება. ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები