პერუს ექსპრეზიდენტი ამერიკაში დააკავეს

ამერიკის შტატ კალიფორნიაში, პერუს ექსპრეზიდენტი -ალეხანდრო ტოლედო, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.
პოლიციამ იცოდა, რომ პერუს ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით იძებნებოდა, მაგრამ არსებული ბრალდებები ამერიკელ სამართალდამცავებს არ აძლევდა მისი პერუში დაკავების საშულებას. მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტი მაინც დააკავეს, მაგრამ – სიმთვრალის გამო. პერუს საგარეო მინისტრი ადასტურებს ტოლედოს დაკავებას, ხოლო თავად ქვეყნის ექსლიდერი შეტყობინებას მისი დაკავების შესახებ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შეთქმულებას უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები