ალჟირმა ბოინგ 737 MAX-ის ექსპლუატაცია აკრძალა
ალჟირის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ ბოინგ 737 MAX-ისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს. უწყებამ ალჟირის ტერიტორიაზე ამ ტიპის თვითმფრინავების დაშვება და აფრენა აკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება, მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ეთიოპიაში იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, ბოინგ 737 MAX-ი ეთიოპიაში 10 მარტს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 157 ადამიანი ემსხვერპლა.