ამერიკაში, წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შტატ აიოვაში, წყალდიდობის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ABC News”-ი ავრცელებს. წყალდიდობა 16 მდინარის ადიდებამ გამოიწვია. ამ დროისთვის, 870 ადამიანი დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს. მასშტაბური ევაკუაცია, ჯერჯერობით, მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები