სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გაამკაცროს

ამერიკელმა სენატორებმა, “რესპუბლიკელმა” კორი გარდნერიმ და “დემოკრატმა ” ედ მერკმა, დონალდ ტრამპს მოუწოდეს, დააჩქაროს ჩრდილო კორეის მიმართ სანქციების გამკაცრების პროცესი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც წყარო სენატორებზე დაყრდნობით წერს, ახალი სანქციების მიღების ტემპი ძალიან შენელებულია.
კანონმდებლები მიესალმებიან დიპლომატიურ მისწრაფებას ჩრდილო კორეის დენუკლეარიზაციის მხრივ, მაგრამ აცხადებენ, რომ, ამ დროისთვის, სტატუს-კვო მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ, 27-28 თებერვალს, ჰანოეში, რიგით მეორე სამიტი ჩატარდა დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მონაწილეობით. შეხვედრა დათქმულ დროზე ადრე, ყოველგვარი მოლაპარაკებისა და შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები