„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა იტალიელი მოხალისე სიკვდილით დასაჯეს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა იტალიელი მოხალისე მოკლეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
მედიის ცნობით, ლორენცო ორსეტი ქალაქ ბაგუზში ბრძოლის დროს დაიღუპა. ჯიჰადისტებმა ფოტო გაავრცელეს, რომელშიც კაცის ცხედარი და ორსეტის საკრედიტო და სადაზღვევო ბარათებია აღბეჭდილი.
გავრცელებულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
იტალიის მოქალაქე „სირიის დემოკრატული ძალების“ შემადგელობაში ქურთებთან ერთად იბრძოდა.