ნიდერლანდებში, ტერაქტისას სამი ადამიანი დაიღუპა – ეჭვმიტანილი ეთნიკურად თურქია (ფოტო)
ნიდერლანდებში, ტრამვაიში მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters”-ი ავრცელებს.
სროლის შემდეგ, ნიდერლანდების ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა. ტრამვაიში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ეთნიკურად თურქი, 37 წლის მამაკაცი იძებნება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მისი სახელი ჰერმან ტალისია.
“არ მიუახლოვდეთ მას თვითნებურად და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ პოლიციას”, – ნათქვამია პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც თან ეჭვმიტანილის ფოტო ახლავს.