ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ყირიმის ანექსიას არ აღიარებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ, ყირიმის ანექსიის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრიუსელი მას არასდროს აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Интерфакс-Украина” ავრცელებს.
“დღეს ეს ჩვენი სხდომის არაფორმალური დასაწყისია – ჩვენ ჩვენს ევროპულ ერთობას ვუსვამთ ხაზს და მოვალეობის გრძნობას, რომ ყირიმის საკითხი ჩვენს დღის წესრიგში იდგეს. ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკას არაკანონიერი ანექსიის არაღიარების შესახებ. ყირიმი – ეს უკრაინაა”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
აღნიშნული განცხადება მან ევროკავშირის საბჭოს ღია სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები