სტამბულში, ქიმიურ ქარხანაში, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

თურქეთში, სამსართულიანი ქიმიური ქარხანა იწვის, რომელიც არნავუტკის რაიონში მდებარეობს. ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან, დროდადრო, აფეთქებების ხმა ისმის. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “CNN Turk”-ი ავრცელებს.
“არნავუტკის რაიონში, ქიმიურ ქარხანაში, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქარხნის საერთო ფართობი 10 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ დროისთვის, ადგილზე 40 სახანძრო ავტომობილი და 129 მაშველი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები