ეთიოპიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს დაემშვიდობნენ (ვიდეო)

დამწვარი მიწა სხეულების მაგივრად. თეთრი ვარდები, თეთრი ტანსაცმელი – ეს ეთიოპიაში გლოვის ფერია. ეთიოპიის დედაქალაქში ბოინგ 737-ის ავიკატასტროფის შედეგად დაღუპულებთან გამომშვიდობების ცერემონია ჩატარდა. დაღუპულთა სხეულების მოძებნა, ამ დრომდე, ვერ ხერხდება.
გარდაცვლილებთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა. “მომხდარი, უბრალოდ, საშინელებაა. ძალიან სამწუხაროა. დაღუპულთა უმრავლესობა სხვადასხვა დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტი იყო. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ვგლოვობთ. ასეთ რამეს ვერავის ვუსურვებ”, – ამბობს ერთი-ერთი დაღუპულის მეგობარი.
ავარიის მიზეზების გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ლაინერის ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 149 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები