ბოინგ 737 Max-ის ორი იდენტური კატასტროფა ერთმანეთის მიყოლებით – რას აცხადებენ ეთიოპიაში

ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ავიაკომპანია “Ethiopian Airlines”-ის კუთვნილი ბოინგ 737 Max-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტჩამწერის მონაცემები ინდონეზიაში ჩამოვარდნილი ავიაკომპანიის, “Lion Air”-ის თვითმფრინავის ტრაგედიების იდენტობაზე მოწმობს.
ამის შესახებ ეთიოპიის ტრანსპორტის მინისტრმა, დაგმავიტა მოგესმა განაცხადა.
გასულ კვირას, ავიაკატასტროფების გამოძიების ბიურომ(BEA) პარიზში დაასრულა ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ლაინერის ბორტჩამწერის გაშიფრვა და მთლიანი ინფორმაცია ეთიოპიის მხარეს გადასცა. “Ethiopian Airlines”-ის რეის 302-ისა და ინდონეზიის ავიაკომპანია “Lion Air”-ის 610 რეის შორის რიგი მსგავსებები დაფიქსირდა, რომლებიც დაკვირვების საგანი გახდება გამოძიების დროს”, – განაცხადა მოგესმა. ამასთან ერთად, მან უარი განაცხადა, წარედგინა მსგავსებები ამ ორ კატასტროფას შორის და დაედასტურებინა, რომ ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის დეფექტი იყო. მოგესის განცხადებით, ეთიოპიაში კატასტროფის წინასწარი მიზეზები მომდევნო 30 დღის განმავლობაში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები