ახალ ზელანდიაში ტერაქტის შემდეგ, მთავრობა იარაღით ვაჭრობის კანონის გამკაცრებას აანონსებს
ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაიჩერჩის ორ მეჩეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, სადაც 50 ადამიანი დაიღუპა, ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელი, ჯასინდა არდერნა, იარაღით ვაჭრობისა და ტარების შესახებ კანონში ცვლილებებს აანონსებს.
“ამ საზარელი ტერორისტული აქტის შემდეგ, რეფორმების შესახებ გავაკეთებთ გაცხადებას, რომლებიც, ჩემი აზრით, ჩვენს ცხოვრებას გაცილებით უსაფრთხოდ გახდის”, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში პარასკევს, 15 მარტს მოხდა. სროლის შედეგად, 50-მდე ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. 10-ზე მეტი დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის ოთხი წლის გოგონაც არის.
საქმესთან დაკავშირებით, მთავარი ეჭვმიტანილია 28 წლის ბრენტონ ტარრანტია.