ვინ არის ტერორისტი, რომელმაც ახალ ზელანდიაში სისხლიანი ტერაქტი მოაწყო და რატომ აცხადებს უარს ადვოკატის მომსახურებაზე (ვიდეო)

ავსტრალიელმა ბრენტონ ტარრანტმა, რომელმაც ახალი ზელანდიის ქალაქ კრეისჩერჩის ორ მეჩეთში სროლა მოაწყო და 50-მდე ადამიანი ჩაცხრილა, ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “The New Zealand Herald”-ი ავრცელებს.
სასამართლომ მის დასაცავად ადვოკატი რიჩარდ პიტერსი დანიშნა, მაგრამ ბრონტონმა განაცხადა, რომ სასამართლოზე საკუთარ თავს თავად წარადგენს.
პიტერსის თქმით, მან ეჭვმიტანილს ვერ შენიშნა რაიმე ფსიქიკური აშლილობა, გარდა “რადიკალური მემარჯვენეობისა”. როგორც ადვოკატმა გამოცემას განუცხადა, ტარრანტს, მათი შეხვედრის დროს, არასდროს გამოუხატავს სინანული ჩადენილთან დაკავშირებით; ამიტომ, მისი ვარაუდით, შესაძლოა, უარი იურიდიულ დახმარებაზე ტარრანტმა მოსმენაზე საკუთარი თვალსაზრისების პროპაგანდისთვის გამოიყენოს. “ეს არ არის რაიმე შეხედულებების ტრანსალაციის ადგილი. ეს ადგილია, სადაც დანაშაულის ხარისხი უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში, სასამართლო მის მიმართ დადებითად განწყობილი ვერ იქნება”, – აცხადებს ადვოკატი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მომდევნო სასამართლო მოსმენა 5 აპრილისთვის არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები