იაროსლავ კაჩინსკი: არა ერთსქესიანთა ქორწინებას
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, მისი პარტია ემიჯნება ერთსქესიანთა ქორწინებას და საზოგადოების ნაწილს მიმართავს.
კაჩინსკი ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერებს ურჩევს: “თავი შორს დაიჭირეთ ჩვენი შვილებისგან”. აღნიშნული განცხადების შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Wyborcza.pl”-ი ავრცელებს.
იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, ვარშავაში მიღებული ლგბტ თემის უფლებების დეკლარაცია ერთსქესიანთა ქორწინებასა და მათთვის შვილად აყვანის უფლებებს ეხება. “საქმე არ ეხება მოთმინებას, საქმე ეხება ერთსქესიანთა ქორწინების დამკვიდრებას. თავი შორს დაიჭირეთ ჩვენი შვილებისგან. ჩემი პასუხია: არა ერთსქესიანთა ქორწინებას!”, – განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.