ტეხასში ნავთობსაცავი იწვის (ვიდეო)
ამერიკის შტატ ტეხასის ქალაქ დირ პარკში კომპანია “Intercontinental Terminals Company”-ს ნავთობპროდუქტების საცავის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კომპანიის განცხადებით, ხანძარი გუშინ გაჩნდა და მისი ლიკვიდირება, ამ დრომდე, ვერ ხერხდება.
როგორც ცნობილია, თანამშრომლების ევაკუაცია არ გახორციელებულა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ურჩევენ, ქუჩაში არ გამოვიდნენ.
ხანძრის გამო, გადაკეტილია გზის მთავარი მაგისტრალი. ინფორმაცია დაშავებულების, ან დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რა ფართობი მოიცვა ხანძარმა.