ზიმბაბვეში, ტროპიკული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა (ფოტოკოლაჟი)
ტროპიკული ციკლონის შედეგად, ზიმბაბვეში, ძლიერი წვიმა კვლავ გრძელდება. სტიქიამ უკვე 65 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 100-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ZBC News”-ი ავრცელებს.
ძლიერი დარტყმა ციკლონმა ჩიპინგესა და ჩიმანიმანის რეგიონებს მიაყენა და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
უამინდობა ზიმბაბვეში 16 მარტიდან დაიწყო. სტიქიამ, ასევე, 5 დიდი ხიდი დაანგრია, რაც მაშველების გადაადგილებას საგრძნობლად უშლის ხელს.
ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის დახმარებას. შექმნილია დამხმარე პუნქტები საკვებისა და სასმელი წყლის მისაწოდებლად.