კონგოში, მატარებელი რელსებიდან გადავიდა – დაღუპულია 24 ადამიანი, მათ შორის – მცირეწლოვნებიც
კონგოს რესპუბლიკის კასაის პროვინციაში, სატვირთო მატარებლის ლიანდაგებიდან გადასვლის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 31 დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “AFP” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მატარებელში მგზავრთა უმრავლესობამ უკანონოდ შეაღწია. დაღუპულთა შორის ბევრი მცირეწლოვანია.
აღნიშნული ავარიის შედეგად, მატარებლის სამი ვაგონი გადაბრუნდა, კიდევ რამდენიმე ძირითად ნაკადს მოწყდა და ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. შემთხვევის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.