მადურომ მთავრობის შემადგენლობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო
ვენესუელის არჩეულმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, ამჟამინდელ მინისტრებს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა. ამის შესახებ ვენესუელის ვიცეპრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, სოციალურ ქსელში დაწერა. “საქმე ეხება მინისტრთა კაბინეტის სრულ რესტრუქტურიზაციას ბოლივარისა და ჩავესის სამშობლოს დასაცავად”, – წერს როდრიგესი. თავად მადუროს ამ საკითხზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ – მათ შორის, აშშ-მა, ავსტრალიამ და ლათინოამერიკის ქვეყნების ნაწილმა – ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა.