თურქეთში, კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი დაკრძალეს

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი მერსოპ-II სტამბოლში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

 პატრიარქი 8 მარტს, 62 წლის ასაკში სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მესროპ II — ერისკაცობაში მესროპ მუტაფიანი კონსტანტინოპოლის სომეხთა 84-ე პატრიარქი იყო.  იგი პატრიარქად 1998 წლიდან აკურთხეს. სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა ამ პოსტზე გარეგინ II შეცვალა;

მესროპ II-ს 2008 წელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს და წლების განმალობაში ქმედუუნაროდ მიიჩნეოდა.  თუმცა, მანამდე
კონსტანტინეპოლის პატრიარქი თურქეთში, სადაც  70 ათასი სომეხი ცხოვრობს, ადგილობრივი სათვისტომოს ინტერესების დამცველადაც ითვლებოდა.
პატრიარქის შემცვლელად დროებით მთავარეპისკოპოსი არამ ატესიანი დაინიშნა. ცნობილია, რომ ახალ პატრიარქს 40 დღეში აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები