ზიმბაბვეში ტროპიკული ციკლონის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

ზიმბაბვეს აღმოსავლეთში ტროპიკული ციკლონ ,,იდაის” შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ჰარარეს ინფორმაციით,  სტიქიამ სახლები, ხიდები და გზები დაანგრია. ციკლონის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდებაც შეფერხდა. ,,იდამ” ზიმბაბვე ცოტა ხნის წინაც დააზარალა. გადაუღებელმა წვიმებმა დაახლოებით ექვსი ათასი სახლი გაანადგურა. დამანგრეველი შედეგების აღმოსაფხვრელად ,,ზამბეზის” და ,,ტეტეს” რეგიონებში სპეციალური ცენტრები გაიხსნა, სადაც მოსახლეობა დროებით დაბანაკდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები