ალბანეთის პარლამენტთან აქციას სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა
ალბანეთში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დედაქალაქ ტირანაში გამართულ მანიფესტაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პარლამენტის შენობასთან აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეღწევა სცადეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, დემონსტრანტები და სამართალდამცველებიც.
ალბანეთის დედაქალაქში დემონსტრაციები პრემიერმინისტრის რეზიდენციასთანაც გაიმართა, თუმცა მეორე აქციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.