ნიკოლას მადურო ვენესუელაში სამხედრო წვრთნებს იწყებს

ნიკოლას მადურომ სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ვენესუელის არაღიარებულმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. მადუროს განმარტებით, სწავლებების მიზანი ქვეყანაში არსებული სტრატეგიული ობიექტების, ელექტროსისტემისა და წყალგაყვანილობის უფრო ეფექტურად დაცვაა.

„არ დავუშვებთ, რომ სამშობლოს მტრებმა ვენესუელელი ხალხის სიმშვიდე კვლავ დაარღვიოს“, – განაცხადა ვენესუელის არაღიარებულმა პრეზიდენტმა.

2019 წლის 7 მარტს ვენესუელის ერთ-ერთი მთავარი ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც მილიონობით მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ გარკვეულ რეგიონებში სასმელი წყლის დეფიციტიც გამოიწვია. ნიკოლას მადურო არსებულ ვითარებაში ქვეყნის ოპოზიციას ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები