“დუმას” დეპუტატი 3,2 მილიარდი რუბლის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის სახელმწიფო “დუმას” დეპუტატი, ვლადიმერ ბელოუსოვი ქრთამის სახით 3,2 მილიარდი რუბლის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტარის ადვოკატი, იგორ ტრუნოვი ავრცელებს. “ის ეკატერინბურგში ჩამოვიდა, რათა “დუმას” დელეგაციის შემადგენლობით, ბელორუსში წასვლის საკითხი მოეგვარებინა, მაგრამ გამომძიებელმა სასამართლოს მისი დაკავების შუამდგომლობით მიმართა”, – განაცხადა ადვოკატმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას. ​გამოძიების ინფორმაციით, 2010-დან 2014 წლის იანვრამდე დეპუტატმა და იმ დროისთვის, ჩელიაბინსკის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაზე მყოფმა, მიხეილ იურივეჩმა ერთ-ერთი ჰოლდინგის მეპატრონისგან, ერთობლივი მფარველობის სანაცვლოდ, 3,2 მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამი აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები